ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ მოქალაქეთა მიღება გამართა.
„მსგავსი სახის შეხვედრები მაძლევს საშუალებას, ზუსტად გავიგო მოქალაქეების საჭიროებები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირადად მათგან მივიღო ინფორმაცია, დეტალურად გავეცნო თითოეულ საკითხს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოვახდინო.“ - განაცხადა გია ანთაძემ.
მოქალაქეთა მიღება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველ პარასკევს იმართება.