"რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. - - ამის შესახებ ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა.
"თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სხდომაზე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.




