საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეულია იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. ეს არის დანაკარგი, რომლის წინაშეც სიტყვები უძლურია.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ." - ნათქვამია იუსტიციის მინისტრის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ფონიჭალაში, 5 -სართულიანი საცხოვრებელი კორპუსში სავარაუდოდ აირის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.
ნანგრევებიდან ამოვიყვანილია 6 გარდაცვლილი, 5 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.