თავის დროზე საქართველოს მიმართ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაშიც კი ჩაიწერა ეს ყველაფერი, ჩვენგან პირდაპირ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთს ფედერაციის მიმართ, მაშინ, როდესაც რუსეთს ვერავითარ ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა ასეთი თეორიული სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს წილი რუსეთს ვაჭრობაში არის 0,3 პროცენტი, სანქციების დაწესება მათი მხრიდანაც გამოიწვევდა სანქციების დაწესებას და ამ შემთხვევაში ამას ექნებოდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.
„ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




