ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა გავმართე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან.
განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ვიმსჯელეთ ამ პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.