საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება, -  ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.

გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია." - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში

ფოტო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".