ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში  ახალი სკოლების  პროექტირებას იწყებს.

ჩაქვის სკოლა  არანაკლებ 2000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ბარდუბანში კი არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.

ორივე პროექტი, შემდგომში,  სხვადასხვა რეგიონში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.