"ქართველებმა ზუსტად იციან, რა აქვთ გასაკეთებელი. არსებობს წესები, არსებობს კრიტერიუმები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს. საქართველოს განსაკუთრებულად არ მოექცევიან, ისევე როგორც განსაკუთრებულად არ მოექცევიან სხვა ქვეყანასაც." - ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა.
"მქონდა დისკუსია ჩემს ქართველ კოლეგასთან. ფაქტია, რომ მათთან საუბარი საჭიროა. მათთან თუ არ ვისაუბრებთ, რთულია, დავარწმუნოთ იმ საკითხებში, რაც არ მოგვწონს. ვენაში ეუთო-ს ბოლო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, როგორ მოიქცნენ დემონსტრაციებთან დაკავშირებით, დემონსტრანტების მიმართ. ამის მიღება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კომისია საკუთარ საქმეს სათანადოდ შეასრულებს და ჩვენ ინფორმირებული ვიქნებით, თუმცა საქართველოსთვის განსაკუთრებულ წესებს არ დააწესებენ“, – აღნიშნა ქსავიე ბეტელმა.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.




