უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით,   რუსეთმა უკრაინას 307 სამხედრო ტყვე დაუბრუნა.

ამის შესახებ  ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა. ამ დროისთვის ჯამში 697 ტყვე დაიბრუნა უკრაინამ, რომლებიც რუსების მიერ იყო დატყვევებული.

ტყვეების პირველი გაცვლა გუშინ მოხდა.  

„მათ შორის, ვინც დღეს დაბრუნდა, ჩვენი არმიის ჯარისკაცები, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები და უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან“, - დაწერა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, თურქეთის ქალაქ სტამბოლში 16 მაისს გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

გარიგების თანახმად, რუსეთი კიევს 1000 უკრაინელ ჯარისკაცს გადასცემს, იგივე რაოდენობის ტყვეს უკრაინა გადასცემს რუსეთს.