საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე  (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე) დილამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

მოვუწოდებთ მგზავრებს, თავი შეიკავონ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ანანური მონაკვეთზე (31-ე კმ) გადაადგილებისგან. - ნათქვამია დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში