"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ემიანება და წერს.
"იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ, რომელიც ნათლად აცხადებს, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, ამავე დროს მოუწოდებს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებზე დაიცვას ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული დემოკრატიული არჩევანი, დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს. რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება." - წერს სალომე სამადაშვილი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზი გაავრცელა, სადაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც არის საუბარი.