ნაძალადევის რაიონში, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება.
კიდევ ერთი საყრდენი კედელი ეწყობა სანერგეს ქუჩის I შესახვევის N17-თან, სადაც ამ დროისთვის უკვე აიგო 12,6 მეტრი სიგრძის და 5,2 მეტრი სიმაღლის კედელი. მიმდინარეობს ლითონის უსაფრთხოების მოაჯირის მონტაჟისა და პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები.
პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა მაისურაძესთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 131 500 ლარია გათვალისწინებული.