Passport Index-ის 2026 წლის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზეა მსოფლიოში.
ამ მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა. აქედან 79 ქვეყანაში მოქალაქეები სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ხოლო ოთხ ქვეყანაში ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა იაპონიაში.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი




