სტავროპოლის მხარეში, საქართველოდან მომავალი ავტობუსისა და „კამაზი“-ის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება რეგიონული სახელმწიფო საგზაო ინსპექცია (ГАИ).
დაშავდა კიდევ 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. საგზაო პოლიციის ცნობით, ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი - რეანიმაციაში.
წინასწარი ინფორმაციით, ავარია დაახლოებით ღამის 1:00 საათზე მოხდა ჟელეზნოვოდსკის სოფელ ინოზემცევოსთან ახლოს, „კავკაზის“ ფედერალური გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე. საგზაო პოლიციის ცნობით, საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი „სეტრას“ ავტობუსის მძღოლმა „არასაიმედო სიჩქარე აირჩია და ვერ შეინარჩუნა საკმარისი დისტანცია წინ მიმავალ „კამაზი“-ის სატვირთო მანქანასთან, რამაც შეჯახება გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი თხრილში გადავარდა“. - წერს გამოცემა www. rbc