საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან,პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის ტექნოპარკი დაათვალიერა.

 პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე ახალგაზრდების ინოვაციურ მიღწევებს გაეცნო. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.