2025 წლის 9 მაისს, საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ, ჩინეთის კუანგტუნგის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „ახალი თანამშრომლობა, ახალი შესაძლებლობები, ახალი განვითარება - საქართველოს ინვესტიციების სემინარი“-, რომელიც საელჩოს მხარდაჭერით, ყოვლისმომცველი მოსახურების ცენტრის - Guangzhou Nansha China Enterprises "Go Global" Comprehensive Service Center- და „საქართველოს სარტყელისა და გზის ბიზნეს სახლის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდა 120-მდე მონაწილე, მათ შორის ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და ბიზნესს ასოციაციების წარმომადგენლები, კომპანიების ლიდერები და ინვესტორები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) კუანგტუნგის პროვინციის კომიტეტის პრეზიდენტთან და კუანგტუნგის პროვინციის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კომიტეტის (CPPCC) ხელმძღვანელებთან.
შეხვედრებზე განხილული იყო საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო, საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-კუანგტუნგის პროვინციას შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ელჩმა, პაატა კალანდაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე, როგორც სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბზე რეგიონში, რაც მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ჩინურ კომპანიებთან პარტნიორობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააძლიერონ თანამშრომლობა ინვესტიციების, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.