დღეს მედია გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი საქართველოში, კერძოდ კი კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა. 

ამასთან დაკავშირებით, სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპა"-მ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

"ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას.ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია. სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას" ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში,