სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული  პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო ბაზრიდან გამოთხოვას მთელი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობენ. 

იდენტიფიცირებული პარტიებია:
▪️ Picot 1 400G – 8000003312;  
▪️ Picot 1 800G  -8000003297;  
▪️ Picot 2  800G -8000003280.

 სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იდენტიფიცირებული პარტიები გადაამოწმეს  როგორც   ქსელურ  აფთიაქებში, ასევე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში. 

შემოწმებული სარეალიზაციო ობიექტებიდან Picot-ის აღნიშნული პარტიების პროდუქცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში,  სრულად ამოღებულია და ექვემდებარება განადგურებას. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან თუ უკვე შეძენილი აქვთ. 

ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS) - Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა.  - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.