„ბალტიის პოლიტიკური ელიტის პოზიცია არის ეს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, ბალტიის პოლიტიკურ ელიტას აქვს თავისი გარკვეული ისტორიული შიშები რუსეთთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, ამ შიშს თვალებში ჩახდონ, გაიმართონ და იბრძოლონ, ეძებენ პროქსიებს, რომლებიც აარიდებს თავიდან მათ იმ რისკებს, რომლის მიმართაც შიშები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მყუდროდ არიან მოკალათებული ნატო-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ, მაინც ეძებენ პროქსიებს, რომლებიც მათ აარიდებენ ამ საფრთხეებს. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  თავდაცვის საკითხებში ევროკომისარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შეფასებისას განაცხადა.  

"ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი ამბობდა, რომ ვიდრე უკრაიანში ომია, მანამდე ლატვიის უსაფრთხოებას არ აქვს რისკი. ზუსტად ამ სერიიდან არის ეს განცხადებაც და ზუსტად ამიტომაც არის ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის განსაკუთრებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ჩვენ ჩვენი ომები ნაომარი გვაქვს, ჩვენ თუ საჭიროა საერთაშორისო მშვიდობისთვის, ისეთ ომებშიც მივდივართ. სადაც ისინი გაექცნენ პასუხისმგებლობას ავღანეთში, 50 კაცით რომ იყო წარმოდგენილი თითო ქვეყანა, ჩვენ იქ ათასი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი. ასე რომ, ჩვენ ჩვენს ომს, როცა საჭიროა, ვიომებთ. მათ თუ თავისი შიშები აქვთ, წელში გაიმართონ, შიშს თვალებში ჩახედონ და თავი დაანებონ სხვა ქვეყნების ინსტრუმენტებად გამოყენებას, რათა ის მიუგდონ რუსეთს საჯიჯგნად და გადაატანინონ ყურადღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა: „ახალ ომს ძალიან რეალისტურ სცენარად მივიჩნევთ, რუსეთის თავდასხმის შეკავების ერთადერთი გზა მისთვის ჩვენი მზადყოფნის გაზრდაა“.