14 მაისს, პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით წარდგება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 მაისს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პაპუაშვილის მოხსენებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.