საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე წერს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის.
არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი - სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები. ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის. - წერს შალვა პაპუაშვილი "ფეისბუკში"
შეგახსენებთ, საფრანგეთში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს 1200 ადამიანი დააკავეს, 150 პოლიციელი კი დაშავდა.