ბიზნესმენი, ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი საცხოვრებელ სახლიდან სამართალდამცველებმა წაიყვანეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ ელიზბარაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით . მან პოლიციელებს ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში. გაუწუა წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა"
ბიზნესმენის და ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში დაკავებამდე ჩხრეკა მიმდინარეობდა
როგორ "აიპრესს" შსს-შ განუცხადეს ელიზბარაშვილის მანქანაში და სახლში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.