ბიზნესმენის, ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელის,  თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტარდება.