„ჩვენი ჰუმანიტარული ინიციატივა გრძელდება,  ჩავდივართ კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, კვირას, 3 დეკემბერს 12 საათზე. კირბალში, სადაც უკვე უამრავი ადამიანი გველოდება.  ჩემთვის დიდი პატივია რომ პროექტი განხორციელდება თამაზ გინტურის სახლში!“- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

"აქვე მინდა მივმართო სამართალდამცაველებს , უზრუნველყონ მაქსიმალური უსაფრთხოება, როგორც მედპერსონალის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის!

ასევე , მოხარული ვარ რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდა ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი თუ რას ნიშნავს, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცება, კარგად იცის თუ რა როლს თამაშობენ რუსი სამხედროები და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა დღემდე არის, იქ მაცხოვრებლების უდიდესი იმედია.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს საკუთარი საკუთარი საქმის და ქვეყნის სიყვარულისთვის

ასევე დიდი პატივია, რომ შემოგვიერთდა მართლაც ქვეყნის იმედი გიორგი ჭეიშვილი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იქ არის სადაც ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ.“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ