“სტაჟირების სახელმწიფო პროგრამიდან ველოდები, რომ ჩემს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში გადავიტან, რეალურად გავეცნობი როგორ მზადდება  დოკუმენტები და როგორ გამოიყურება საჯარო უწყება შიგნიდან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტაჟიორმა რუსუდან მალაღურაძემ 3-თვიანი ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამის შეფასებისას განაცხადა. 

რუსუდან მალაღურაძის განცხადებით, სტუდენტებმა რომლებიც საჯარო მმართველობითა და პოლიტიკით არიან დაინტერესებულნი ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

„სტაჟირება პირველ რიგში დამეხმარება კარიერულ განვითარებაში, გამოცდილების დაგროვებაში, თუნდაც ჩემი ინტერესების რეალურად განხორციელებაში. ეს შეიძლება იყოს მონაცემებთან მუშაობა, მათი დამუშავება,  დოკუმენტების მომზადება და ა.შ  - აღნიშნა რუსუდან მალაღურაძემ. 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა 1 ოქტომბრიდან დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდება.