თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯა.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება.

ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.