ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ - იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო sales house-ს ტაბულას რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"(ცხადია, დემონური ხარხარი მიტყდებოდა ამ სამარცხვინო შანტაჟზე).
თავიდან, ვცადე მაშინაც გადარჩენა - ვიფიქრე, რომ ტელემედია სივრცეში არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს წონა, რომელსაც ეს მდაბიო შანტაჟი აღაშფოთებს და არ შეეგუება. ჩემი საზომით ვზომავდი.
მალევე მივხვდი, რომ ჩემი საზომი მაგათ არ ერგებათ ისეთი ბოგანოები არიან და უბრალოდ უნდა განადგურდეს ეგ კორუმპირებული, უწესობასთან შემგუებელი და თავადაც უწესო კასტა.
ხოდა, ახლა მიშა მშვილდაძეს ვაკვირდები, რომელმაც თავი ისეთ დღეში ჩაიგდო, თანამშრომელს სინავს და პასუხს ვერ სცემს.
სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია.
P.S. დაპირებული ვარ მას, რომ ზუსტად ასე მოხდებოდა, უბრალოდ მაშინ ისე “ჟირნად” იყო - გიჟად ჩამთვალა 😂
ყველას იგივე მოგივათ, რასაც დაგპირდით, იმიტომ კი არა, რომ
მე შეგისრულებთ, არა - სისტემური კანონზომიერება შეგისრულებთ, ანუ ის, რაც თქვენ არასოდეს გისწავლიათ და არც ის დაგიმახსოვრებიათ, რომ “ქაღალდის გარდა, ამ ქვეყანაზე არის კიდევ სინდისი”.
პატივისცემით (რა სისულელეა, ზრდილობისთვის ვამბობ), ვირუსი" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".