საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, მუშაობას დღეს განაახლებს. სხდომაზე მიწვეულია საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარია. კომისიის წევრებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან და ყოფილ პრემიერთან, თანამდებობებზე ყოფნის დროს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.
გაირკვა რომ ექსპრემიერმინისტრი კომისიის სხდომაზე მივა და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. რასაც პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელშ გამოეხმაურა.
"გარდა იმისა, რომ პრინციპულად არასწორია პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდე და ამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ლეგიტიმაციას აძლევდე.
ჩემთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ შეთანხმება დაირღვა.
როგორც ჩანს, როცა შევთანხმდით, გახარიას წარმომადგენელი ვერ ხვდებოდა ბიძინას ამოცანას, რომ საგამოძიებო კომისიით ყველა ერთ ქვაბში უნდა ჩაეყარა, არ იფიქრა რომ გახარიასაც დაუძახებენ და ამიტომ დათანხმდა.
შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე და მომავალში აღარ დავუშვებ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკზე".