ოთხბარიერგადალახული შეეგუა რომ არანაირი ოთხბარიერგადალახული არ არსებობს.მაგრამ აი მათი მურკები ვერ ეგუებიან, იმიტომ რომ ეგ ოთხბარიერგადალახული რომ გააქრონ, მერე წყეული "ჩერგო" ეხატებათ ფიგურად და მე ხომ ვერ ამაცოცდებიან - ტოტები მოჭრილი აქვთ - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების"ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მეგობრებო, რამდენიც არ უნდა იწვალოთ და აშენოთ სახლი სახურავიდან, შანსი არ გაქვთ. სახლი შენდება საძირკვლიდან. ანუ მაინც ისე იქნება, როგორც ვიძახი - ყველა, ვინც ოთხბარიერგადალახულზე ააწყობს გეგმებს, ამ ოთხბარიერგადალახულთან ერთად ჩაიძირება.ვაკუუმს ფედერალისტები შევავსებთ. მესმის რომ მოკლე ხედვა გაქვთ და ვერ აწვდენთ თვალს, რასაც აღვწერ, მაგრამ წესით ინსტიქტი მაინც უნდა გკარნახობდეთ, რომ რაღაცას რომ ვამბობ, ისე ხდება მთელი ეს დრო, ზუსტად იმ დისტანციაზე ვიდგები, რომ კარგად დაგიქნიოთ ცრემლიანი ცხვირსახოცი ჩაძირვისას." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".