პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა 81 კგ წონით კატეგორიაში პირველი ფინალისტი გამოვლინდა.
მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ოქროსმედალოსანმა ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალურ შეხვედრაში კორეელი ჯონჰვან ლი ოქროს დროში ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ფინალში იაპონელი ტაკანორე ნაგასეს და იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს შორის გამარჯვებული იქნება.