ძვირფასო პოლიტიკოსებო. თქვენი აზრით, ასზე მეტი ქართველი მწერალი, რომელიც უკვე მერამდენე წელია სრულ ბოიკოტშია კულტურის სამინისტროსთან, სულელები ვართ? კინოს სფეროს 400-ზე მეტი წარმომადგენელი ასევე ბოიკოტში რომ არის, ეგენიც სულელები არიან? თეატრის მსახიობები და რეჟისორები სულელები არიან? 
რა არგუმენტითაც თქვენ ახლა ამართლებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, იგივე აკადემიური არგუმენტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტის ფული, იდეაში ბიძინას ფული არ არის და ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად სამინისტროსთან თანამშრომლობა ქოცებთან თანამშრომლობა არ არის. - ამის შესახებ მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს.

"ცხადია ყველას გვესმის, რომ იმ რეალობაში და იმ კონტექსტში, სადაც ვართ, ეს არის აბსურდი და კონფორმიზმი. ამიტომ არ ირღვევა ჩვენი მხრიდან ბოიკოტისა და ართანამშრომლობის რეჟიმი. 
იცით როგორ გამარტივდებოდა ჩემთვის ცხოვრება ასე რომ არ იყოს? ვერ წარმოიდგენთ. მილიონი იდეა და პროექტი მიდევს, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია თუნდაც ამბავი კრეატორსს, მაგრამ შემოდებული გვაქვს თაროზე სანამ ქვეყანა მართლა ქართველ ხალხს დაუბრუნდება.

ჰოდა, რაც არ უნდა აპრავოთ, ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ქოცობა, ჩვეულებრივი ღალატია ყველასი, პატიმრებისაც, რუსთაველზე მდგომი ხალხისაც, ჩვენიც, ვინც ამდენი ხანია მტკიცედ და პრინციპულად ართანამშრომლობას ვირჩევთ და კიდევ უფრო ზოგადად ესაა ამ ქვეყნის ღალატი.

განა რამეა, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ ვინც მაგას გააკეთებთ, ჩემთვის თქვენსა და ქოცებს შორის ჩვეულებრივი ტოლობის ნიშანი დაჯდება. უფრო მეტიც, აი 30 ვერცხლად გაყიდვაა ეგ. მოკლედ, მე პრობლემას ვერ ვხედავ, კარგია ლუსტრაცია. 

ისე ქოცების უფრო მესმის ვიდრე თქვენი. ეგენი მართლა სარგებელს მაინც იღებენ, თქვენ რასაც ჰქვია 30 ვერცხლად მზად ხართ გაგვყიდოთ.

გრცხვენოდეთ. იმედი მაქვს ქოცებთან ერთად ჩაგრეცხავთ ქართველი ხალხი." - წერს ტორესა მოსი "ფეისბუკში"