წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე საერთაშორისო პროექტის „სმარტი და ინოვაციური გადაწყვეტილებები შავი ზღვის ქვეყნებში მწვანე და სუფთა სასოფლო თემებისათვის“ (Smart4Rural) ფინალურ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციის მუშაობაში ოთხი ქვეყნის - საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და თურქეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მერმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრის მოწყობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მისი ამოქმედება ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
პროექტის შედეგებზე, მიღწევებსა და მდგრადობაზე ისაუბრეს პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ, პროექტის მენეჯერმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრის“ თავმჯდომარე- ქეთევან ცხაკაიამ, ასევე, ქალაქ უნგენის მერიის, მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის (მოლდოვა), ორგანიზაცია „ტექნოპოლ გალაცის“ (რუმინეთი) და რიზეს მუნიციპალიტეტის (თურქეთი) წარმომადგენლებმა.
პროექტის მონაწილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
ფინალური კონფერენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი აქტივობა - ერთობლივი დასუფთავების აქცია გამართა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.