წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ყურაშვილმა და მოადგილე გია კვასტიანმა, აგვისტოს ომში წყალტუბოდან დაღუპული გმირების: მამუკა სამაკაშვილის, ფილიპე მგალობლიშვილის, რომან უგრეხელიძისა და მამია ფანცულაიას საფლავები ყვავილებით შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მადლიერება იმ ვაჟკაცების აღზრდისთვის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შესწირეს.