შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, კუბის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, ერაყის, თურქეთის, კამერუნის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ბენინის, ეთიოპიის, ეგვიპტის, იამაიკის, სუდანის, ალჟირის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 93  მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.