ლექციიდან გამოსულს აფეთქებული ტელეფონი დამხვდა. ცრუ განგაშია. არა, ეს არ არის წარმოებაში მიღების დოკუმენტი. საკონსტიტუციო სასამართლომ საიტზე პრეზიდენტის სარჩელი გამოაქვეყნა. მეტი არაფერი. - ამის შესახებ ინფორმაციას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

"ჯერ არც საოქმო ჩანაწერი მიუღია და არც განჩინება. ანუ დასაშვებობის პასუხი არ ვიცით.ვიცით მხოლოდ ის რომ საქმეს პლენუმი განიხილავს და მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება." - წერს ვახუშტი მენაბდე.