ზუგდიდში მომხდარი ფაქტის გამო საჭიროდ ვთვლით ჩვენი პოზიციის გაზიარებას. - ამის შესახებ ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება სოციალურ ქსელში წერს.
"ძალადობა,ყველანაირი ფორმით არის მიუღებელი.
ჩვენ ამ სფეროში ცხოველების სიყვარულმა მოგვიყვანა და ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა მათზე ზრუნვა.
ამ სფეროში მუშაობა ძალიან რთულია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ცხოველების კეთილდღეობას ეხება. გავრცელებული კადრები ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, ავღნიშნოთ მსგავსი მიდგომები პრობლემის გრძელვადიან გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს!
ჰიპერპოპულაცია არ წყდება ძალადობრივი გზებით!
არსებობს უფრო ეფექტური და ჰუმანური მიდგომა:
🔹დაჭერა – 🔹სტერილიზაცია/კასტრაცია – 🔹დაბრუნება
რომელიც პრაქტიკაში არაერთ ქვეყანაში ამართლებს და სტაბილურ შედეგს იძლევა.
ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ არსებული მდგომარეობა ერთი დღის შედეგი არ არის — ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოწვევების შედეგი.
ცხოველების ქუჩაში დატოვება, უპასუხისმგებლო მოპყრობა,უკონტროლო გამრავლება — ყველაფერი ერთად ქმნის იმ სურათს, რომელსაც დღეს ვხედავთ.
პასუხისმგებლობა ნაწილდება როგორც მუნიციპალიტეტზე, ისე საზოგადოებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს უფრო თანმიმდევრული, გამჭვირვალე და ჰუმანური,
ხოლო საზოგადოების მხრიდან გაიზარდოს პასუხისმგებლობა ცხოველების მიმართ!
ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ ჰუმანურ მიდგომებს! ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და მზად ვართ ჩავერთოთ ჰუმანური გზით ჰიპერპოპულაციის მართვაში.
გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია უკეთესი შედეგის მიღწევა." - წერს ვეტერინარული კლინიკა აბ-ვეტ ბუნება.




