ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, სახლში, სადაც მოხუცი მარტო ცხოვრობდა, თავდამსხმელი სავარაუდოდ, ღამით შევიდა.
ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.
ცნობილია, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მოხუცმა თხილი გაყიდა.
სახლში შეჭრილმა თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და ცხედრის დაწვით დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.