საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა, მერის მოადგილე ზაზა ხვედელიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მოდებაძემ გადასცეს.
ღონისძიება "ზესტაფონობის" კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ქალაქის თემატიკას მიეძღვნა.
ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო ფოტოს ავტორები. ასევე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.
დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ დამეგობრებული ქალაქების ტაურაგესა ( ლიეტუვა) და ტჩევის (პოლონეთის) წარმომადგენლები