სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერი ქალაქის და სოფლის საჯარო სკოლებს სტუმრობდა. მერმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

"ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს და ცოდნის მიღების საინტერესო, საპასუხისმგებლო და თავგადასავლებით სავსე გზას შეუდგებიან.

ჩვენი ქალაქისთვის განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

გვჯერა, რომ განათლებული, ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდობა ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის საუკეთესო მომავლის საფუძველია.

გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ, ახალი შესაძლებლობებითა და გამარჯვებებით სავსე სასწავლო წელს", აღნიშნა ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ

მერთან ერთად ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.