მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან ზვიად შალამბერიძესთან, მოადგილე ნინო ჭაბუკიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის თავდადება და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძე 2008 წლის აგვისტოს ომში, ფრონტის ხაზზე დაჭრილი თანამებრძოლების გადასარჩენად, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და მამაცობისთვის, ზაზა ფერაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით. 2015 წლიდან მისი სახელი თავდაცვის ძალების საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს მიენიჭა.