ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულა. გარდაცვლილია ორი ადამიანი . დაღუპულია 2 ადამიანი.
პირველადი ინფორმაციით, 45 წლამდე კაცი, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრობა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ღობეს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა გოგო დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.