ზუგდიდის შესასვლელთან მდებარე  ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა.

ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები.

"აიპრესი" მომხდარ ფაქტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა.

როგორც კი უწყებისგან მივიღებთ ინფორმაციას, "აიპრესი" მას მკითხველს გააცნობს.