გოცირიძე: ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი

1573720198
რომან გოცირიძე ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „გავრილოვის ღამე” სანატრელი გაუხდებათ.
„ვინმეს სჯერა, რომ შეიძლება პაიკები აუმხედრდნენ მეფეს? ამას შეიძლება უწოდო უჩინართა ბუნტი. ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ჩრდილისაც კი ეშინიათ, დღეს გამოდიან და უპირისპირდებიან ივანიშვილს? წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე დეპუტატი დაჩი ბერაია და ივანიშვილი 7 საათი კამათობდნენ და არ დაეთანხმა დაჩი ბერაია ივანიშვილს, რომელმაც დაიპყრო მთელი ქვეყანა? თურმე წარუმატებლად დამთავრდა ფეხბურთელ ყაველაშვილთან მისი კონსულტაციები, სისულელეა ეს. ის ახლა აკვირდება საზოგადოების განწყობას და დიპლომატიური კორპუსის რეაგირებას.
ბიძინა ივანიშვილს ამ წუთას აქვს ორი არჩევანი ორი სცენარიდან: წავიდეს ოპოზიციაში ან წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ის დღესაც ატყუებს ხალხს და ამ ტყუილის შემდეგ მისი ხელისუფლება იქნება დამთავრებული. „გავრილოვის ღამე“ სანატრელი გაუხდებათ, ვერც ერთი დეპუტატი ცხვირს ვერ შემოყოფს აქ, ამ დარბაზში. გინდა მუქარა უწოდეთ, გინდა გაფრთხილება. მე ამას ვაკეთებ გაფრთხილების ფორმით,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
The post გოცირიძე: ეს იქნება „უკანასკნელი ტანგო თბილისში“ ივანიშვილისთვის, თუ მან გაბედა და კვლავაც მოატყუა ხალხი appeared first on IPRESS.GE.