”ოცნების” მონამორჩილი დეპუტატები აღშფოთებას გამოთქვამენ პარლამენტის პიკეტირების გამო. ავიწყდებათ, რომ მათ სამი თვე პარალიზებული ჰქონდათ პარლამენტის შენობა და რუსთაველის პროსპექტი და კომიტეტის სხდომები სასტუმროებში იმართებოდა. ამ მატყუარებს სასტუმროშიც არავინ შეუშვებს. გინდათ სიმშვიდე, შეასრულეთ პირობა!“, – წერს რომან გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. გაშლილია კარვებიც. როგორ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, დღეს არც ერთ დეპუტატს არ მიეცემა საკანონმდებლო ორგანოში შესვლის უფლება.