„მიუხედავად იმისა, რამდენად დაჩქარებულად და როგორ განხორციელდება „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ შეთანხმება გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, „ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზითაა დადგენილი." - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა პარლამენტში, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"ეს არა იმიტომ, რომ თავის დროზე მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია. გავა წლები, ეს აღარ იქნება საჭირო და აუცილებელი. ამ პროექტს დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი.

„გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განზრახვა. ამიტომ მე და „ლელო“ ხელს ვერ შეგიშლით ამ განზრახვის რეალიზებაში, მაგრამ თქვენ ხელს ვერ შეგვიშლით იმ მოდელის პრაქტიკაში დაცვაში, რაც სწორად მიგვაჩნდა დღემდე. დანარჩენს ამომრჩეველი განსჯის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით,  სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ აქვს - ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს მიიღებს