„ის, რომ ღარიბაშვილი არ იმყოფებოდა ნატოს სამიტზე, ეს არის დამსახურება სწორედ „რუსული ოცნებისა" და იმ ქმედებებისა, რომელ ქმედებასაც ახორციელებენ ზოგადად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.“ - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„ღარიბაშვილის და მთლიანად „ქართული ოცნების“  პოზიციონირება არის ერთი რამე, ისინი მაქსიმალურად ემიჯნებიან, როგორც ნატოს ისე ევროკავშირს,სწორედ ის დამოკიდებულება ,რაც მათ აქვთ ეს არის ქვეყნის ზიანისკენ მიმართული და მეტი არაფრისკენ  და ის, რომ ღარიბაშვილი არ იმყოფებოდა ნატო-ს სამიტზე, ეს არის დამსახურება სწორედ „რუსული ოცნებისა" და იმ ქმედებებისა, რომელ ქმედებასაც ახორციელებენ ზოგადად ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ.“ -  ასე გამოეხმაურა გიორგი ბოტკოველი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნატო-ში ვიზიტზე.