ამათ “ოფიციალური” დაცინვის გარდა არაფერი შველით!😀
ვულოცავ მთავრობას უნიკალური ჰიბრიდის, თხაცხვარას გამოგონებას! - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
როგორც ვიცით, მერინოსის ჯიშის ცხვარი, რომელიც ყველაზე მაღალპროდუქტიული წვრილფეხა თხოსანი საქონელია, მიღებული იქნა განსხვავებული ჯიშის ცხვრების შეჯვარების შედეგად.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს მეგრული ჯიშის თხის შეჯვარებას თუშური, ნახევრადდუმიანი ჯიშის ცხვართან და ქართულ თხაცხვარას გამოყვანას, პირობითი სახელით “ცხოცი”.
გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დროში ვიხილავთ ამ მართლაც რომ საშვილიშვილო საქმის პირველ შედეგებს და ვინ არის ამ იდეის სამეცნიერო ავტორი და პრაქტიკული განმახორციელებელი?
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე


p.s. საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით, მთავრობის წევრი ვალდებულია პასუხი გასცეს დეპუტატის კითხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია აამოქმედოს სანქციები. შეშინებული პარლამენტის ხელმძღვანელობა ამას ვერ ბედავს. არა და  “ქართული ოცნების” ზოგიერთ მინისტრი( მათ შორის პრემიერ-მინისტრი) ფეხებზე იკიდებს პარლამენტსაც და კონსტიტუციასაც. ამიტომ, ჩვენს წერილებზე პასუხის გაუცემლობა პირველ რიგში პარლამენის ხელმძღვანელობის დამცირებაა. 


მე კი ყველაზე კარგ ხერხს მოვმართე-ესაა დაცინვა. მაგათ ყველაზე მეტად ამის ეშინიათ. 
ახლა უკვე ოფიციალურად მოუწევს პრემიერ-მინისტრს ჩემს სადეპუტატო კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ როგორ მოხდა მისი თავდადებული შრომით ქართული ჯიშის  “თხაცხვარას” გამოყვანა, პირობითი სახელით “ცხოცი”. 😀
ოთხი თვეა სერიოზულ კითხვებზე პასუხს არ მაძლევს და ახლა არასერიოზულზეც მოუწევს. ოფიციალური, დარეგისტრირებულია, სახუმარო საქმე კი არ არის?😂" - წერს რომან გოცირიძე.