„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის სერგო შუბითიძის დაკავებას ეხმაურება;

„ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი.შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (ებს), დამკვეთებს  - ყველაფერი ამას ადასტურებს და დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე!“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის დაკავებას ეხმაურება;

„ქოლცენტრების საქმის გამო მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი. გააუბედურეს ოჯახი, სრულიად საქართველო შოკში ჩავარდა, ანგელოზი გოგონას მკვლელობით. შემდეგ, გააყალბეს საქმე, ხელი დააფარეს მკვლელს (ებს), დამკვეთებს  - ყველაფერი ამას ადასტურებს!

საქმის გამომძიებელმა, რამდენიმე კვირის წინ ამხილა სისტემა, მოჰყვა ფალსიფიცირებული საქმის შესახებ და ივარაუდა, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც ხელს აფარებდა რუსული პარტია ... ამასობაში, დააკავეს გამომძიებელი, რომელმაც ამხილა სისტემა და მოჰყვა სიმართლე ! სიმართლე დააპატიმრეს და დაადეს ბორკილები. უპირობოდ პოლიტიკური პატიმარია, სიმართლის პატიმარი.” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სერგო შუბითიძე დააკავა.