თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა .
2025 წლის 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო თარაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ დაგისრებული 20 ათასლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა. კომისიის წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა.
ფოტო არქივიდან