„დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ცხადია განსახილველ საკითხებში იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევები და „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე კანდიდატის სტატუსტან დაკავშირებით.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„დღეს იკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული პოლიტსაბჭო და სამდივნო, ცხადია განსახილველ საკითხებში იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, რა რეჟიმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის. ცხადია, გვექნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევასთან, რომელიც მდგომარეობს რუსულ ხელისუფლებაში და ფაქტობრივად  კრემლიდან მართულ ბიძინა ივანიშვილზე და ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ რუსულ პარტიაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნისათვის და ასევე ცხადია, ჩვენ საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ, რა უნდა გააკეთოს ‘ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათ შორის საგარეო მიმართულებით, როგორ უნდა ვიშრომოთ, რა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და „რუსულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხოს წაართვას ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი. ეს არის ძირითადი საკითხები ,რაზეც დღეს ვიმსჯელებთ და საზოგადოებას პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ექნება.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„დღეს გვაქვს ახალი პოლიტსაბჭოს პირველი გასვლითი სხდომა, ჩვენმა პარტიამ მართლაც უპრეცედენტო შიდა დემოკრატიული სტანდარტები აჩვენა მთელს საქართველოს, სხვა პარტიებსაც მათ შორის, პრაქტიკულად ჩვენ შევქმენით ახალი პოლიტიკური რეალობა და ახალი პოლიტიკური სტანდარტი შიდა დემოკრატიის, რადგან ყველა რაიონში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა მხარდამჭერებმა თვითონ აირჩიეს თავმჯდომარეები, ისინი არავის მიერ დანიშნულები არ არიან და აქედან გამომდინარე ისინი ავტომატურად გახდნენ პოლიტსაბჭოს წევრები. ჩვენ გვინდა, რომ ვიმსჯელოთ მომავალზე, პარტიის განვითარებაზე, მიშა სააკაშვილის როლზე მომავალში პარტიის განვითარებაშიც და ასევე ქართულ პოლიტიკაში ,რადგან მიხეილ სააკაშვილმა, ვინც მამულებშიც დღეს ვიმყოფებით, შექმნა ქართული სახელმწიფო, საქართველოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყანაში ფუნქციონირებს არის მიშას მემკვიდრეობა, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი საქმეები აქვს გასაკეთებელი და თავისი სიტყვა აქვს სათქმელი საქართველოს მომავალში, დემოკრატიის განვითარებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ საით მიაქანებს ეს ხელისუფლება, „რუსული ოცნება“ ჩვენს ქართულ სახელმწიფოს. მიშა სააკაშვილმა, რომელმაც პირველმა აწია ევროკავშირის დროშა პარლამენტის შენობის წინ და შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი ინიციატორი იყო და ევროინტეგრაციის რელსებზე შეაყენა ქართული სახელმწიფო, ამ საქმეს მე დარწმუნებული ვარ, თავის პარტიასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიიყვანს ბოლომდე და ჩვენ გვექნება წარმატებული, განვითარებული, მდიდარი ევროპული სახელმწიფო.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.